ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აკადემიკოსს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლოს გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
ჩახუნაშვილის მიმართ ნაკლებად მძიმე საპატიმრო გირაოს შუამდგომლობის მიზეზად, მისი ასაკი, საქმიანობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
დაცვის მხარე ბრალდებების შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს, ალტერნატივის სახით, კი სასამართლოს ოთხი პირი თავდებობა შესთავაზეს.
დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლა გიორგი ჩახუნაშვილმა და განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის.
გიორგი ჩახუნაშვილს საპატიმროს დატოვება მას შემდეგ შეუძლია, რაც გირაოს გადაიხდის. გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.