თამთა მეგრელიშვილი: სწორად მსჯელობს ხალხი – თუ ბაჩო ახალაია დღეს დაკითხვიდან გამოვიდა, ჯერ გაუნეიტრალებიათ და მერე „დაუვერბოვკებიათ“
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბაჩო ახალაიას შესაძლო „დავერბოვკებასთან“ დაკავშირებით სოციალირ ქსელში წერს, რომ საზოგადოების შეფასება ამჯერად ზუსტია.
მეგრელიშვილის თქმით, თუ ბაჩო ახალაია დაკითხვიდან დღეს გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ჯერ გაანეიტრალეს და შემდეგ “დაავერბოვკეს”.
„სწორად მსჯელობს ხალხი – თუ ბაჩო ახალაია დღეს დაკითხვიდან გამოვიდა, ჯერ გაუნეიტრალებიათ და მერე „დაუვერბოვკებიათ“. ასეთი სიტუაციების კლასიკაა ის, რომ თუ გამოვა დაიწყებს ბაქი/ბუქს, ტოლი არ დავუდე სამართალდამცველებსო… ეჰ, ბაჩო, ბაჩო“, – წერს მეგრელიშვილი.