ვატო შაქარიშვილი – ევრო-ამერიკული სტანდარტი: სააკაშვილი – დემოკრატიის შუქურა, გვარამია – პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი, ამაღლობელი – მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი, შემდეგი ალბათ ბაჩო ახალაია იქნება, წამების პრევენციის ხელშეწყობისთვის
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, დასავლეთის მიერ ოპოზიციონერებისათვის ჯილდოების გადაცემის ფაქტს, სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი თქმით, ევრო-ამერიკული სტანდარტის მიხედვით, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, გვარამია პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი, მზია ამაღლობელი კი – მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი.
“ევრო-ამერიკული სტანდარტი:
სააკაშვილი – დემოკრატიის შუქურა;
გვარამია – პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი;
ნინო ლომჯარია – ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდოს მფლობელი;
მზია ამაღლობელი – მსოფლიო
პრესის თავისუფლების გმირი;
შემდეგი ალბათ ბაჩო ახალაია იქნება, წამების პრევენციის ხელშეწყობისთვის…” – წერს შაქარიშვილი.