გიორგი ცუცქირიძე: ქართული ოპოზიცია დასრულებულია, რადგან ის არის უპირობო აღმსრულებელი ბრიუსელის ლიბერალური დოქტრინისა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ეთნოსის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან

ბრიუსელის მხარდაჭერილმა პოლიტელიტამ და არასამთავრობოებმა რამდენი მარშიც არ უნდა გამართოს და რა სახელიც არ უნდა დაარქვას, კარტები გახსნილია, საქართველოში ფსევდო ლიბერალური დემოკრატიის საფარქვეშ ნებისმიერი მცდელობა ისევე განწირული და კრახისათვისაა განკუთვნილი, როგორც ეს 4 ოქტომბრის ვერ შემდგარი „მშვიდობიანი რევოლუციის“ ამბებმა გვიჩვენა, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართული ოპოზიცია იმიტომაც არის დასრულებული, რომ ის არის უპირობო აღმსრულებელი ბრიუსელის ამ ლიბერალური დოქტრინისა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ეთნოსის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.

„თანამედროვე ქართული ოპოზიციის მთავარი პრობლემა რაც ფაქტიურად დილემადაც არის ქცეული არის ჩარჩენა მემარცხენე ლიბერალურ მეინსტრიმში. ამ დროს ტრამპის ადმინისტრაციის მსოფლმხედველობაზე, რომ არაფერი ითქვას, ევროპაში სულ უფრო ძლიერდება მემარჯვენე, კონსერვატიული მოძრაობები. ამის კარგი მაგალითია იტალია და მმართველი პარტიის ლიდერის ჯორჯია მელონის (Fratelli d Italia) მიერ ახალი კანონპროექტის წარდგენა იტალიის პარლამენტში „კულტურულ სეპარატიზმის“ წინააღმდეგ.

ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის მემარცხენე იდეოლოგიური პლატფორმის მულტიკულტურიზმის საპირისპიროდ, კანონპროექტი ითვალისწინებს საერთო ეროვნულ აკრძალვას ფარანჯის ტარებაზე და მეჩეთების დაფინანსების მკაცრ კონტროლს, რითაც რეგიონებსაც საშუალებას აძლევს გააფართოოს მოქმედი კანონმდებლობა.

ამასთან, ფარანჯის აკრძალვა – კრძალავს ნიქაბის და ბურკას ტარებას ყველა საზოგადოებრივ ადგილებში – ქუჩებში, სკოლებში, მაღაზიებში და ოფისებში.

დარღვევაზე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 300-დან 3000 ევრომდე.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც ნიშანდობლივი სამომავლოდ, მეჩეთების დაფინანსება – მუსლიმური გაერთიანებები, რომლებიც ოფიციალურად აღიარებული არაა რომის მიერ, ვალდებული ხდებიან გაასაჯაროონ დაფინანსების და შემოწირულობების ყველა წყარო. თუ რომი ჩათვლის, რომ ეს დაფინანსება იტალიური ღირებულებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, შეუძლია საერთოდ აკრძალოს ან გაყინოს.

ნებისმიერი მიგრაციული ლიბერალიზმი, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატის მხრიდან წახალისებული  ე.წ. კვოტების სახით ამ წლების მანძილზე თავს ახვევდა ევროპის ქვეყნებს, მთავრდება. ამ პოლიტიკამ მიიყვანა ევროპის მთელი რიგი ქვეყნები დემოგრაფიულ და კულტურულ ექსპანსიამდე, რაც ადგილობრივი ავტოქტენური მოსახლეობის ე.წ. მუსულმანური ელემენტების მასიური მიგრირების ჩანაცვლება მოჰყვა.

არავინ არ ქადაგებს რასიზმს, მაგრამ როდესაც უკვე გუშინდელი მიგრანტები ითხოვენ ქრისტიანული ტრადიციების ჩანაცვლებას მუსულმანური კულტურული ელემენტებით, თავად ევროპის იდენტობას აყენებს დიდი გამოწვევების წინაშე. სხვათა შორის ამ პრობლემაზე ამახვილებს თავის შეხედულებებს როგორც პრეზიდენტი ტრამპი, ისე ვიცე პრეზიდენტი ვენსი, როდესაც ევროპის როგორც ქრისტიანული მეინსტრიმის მოსალოდნელ კრიზისზე და ევროპის დასასრულზე საუბრობს.

ქართული ოპოზიცია იმიტომაც არის დასრულებული, რომ ის არის უპირობო აღმსრულებელი ბრიუსელის ამ ლიბერალური დოქტრინისა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ეთნოსის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან. ვერანაირი ე.წ. დემოკრატიული ინსინუაციები მმართველობის ალტერნატიულ ფორმებზე, ან რაღაც სოციალური დაპირებები ამ პრობლემას ვერ გადაწონის.

დრო იცვლება და იმაზე სწრაფად, ვიდრე ზოგჯერ ჩვენ თავად გვგონია. ბაბიშის პარტიის გამარჯვება ჩეხეთში, რაც კონსერვატიულ პლატფორმაზეა აგებული ამის ილუსტრირებაა და არა მხოლოდ. აღსანიშნავია, იგივე იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის შეხედულებები ერთსქესიანთა ქორწინების, და გენდერული თანასწორობის მიუღებლობაზე, რადგან იგი საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს. სხვათა შორის სანაე ტაკაიჩი იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენს, განსხვავებით ევროპელი ფსევდო ლიბერალებისგან.

ბრიუსელის მხარდაჭერილმა პოლიტელიტამ და არასამთავრობოებმა რამდენი მარშიც არ უნდა გამართოს და რა სახელიც არ უნდა დაარქვას, კარტები გახსნილია, საქართველოში ფსევდო ლიბერალური დემოკრატიის საფარქვეშ ნებისმიერი მცდელობა ისევე განწირული და კრახისათვისაა განკუთვნილი, როგორც ეს 4 ოქტომბრის ვერ შემდგარი „მშვიდობიანი რევოლუციის“ ამბებმა გვიჩვენა“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები