,,მძევლები ღაზიდან სახლში ბრუნდებიან, სახლში არ დაბრუნდება ჩვენი ორი აფხაზეთელი გოგო, თამარი და რახელი, 7 ოქტომბერს მზის ამოსვლას რომ ცეკვით შეხვდნენ და მალევე ვერაგულად მოკლეს” – ლაშა შაკულაშვილი
,,მძევლები 734(6) დღის შემდეგ ღაზიდან სახლში ბრუნდებიან. არ ვიცი, თურმე დარდისა და ტკივილის გამოხატვა მხოლოდ მშობლიურ ენაზე შემიძლია. ათასი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ისეთი რა უნდა ვთქვა, სათქმელი როგორ გადმოვცე?”,- ამის შესახებ მოქალაქე ლაშა შაკულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,მძევლები ღაზიდან სახლში ბრუნდებიან. სახლში არ დაბრუნდება ჩვენი ორი აფხაზეთელი გოგო, თამარი და რახელი, 7 ოქტომბერს მზის ამოსვლას რომ ცეკვით შეხვდა და მალევე ვერაგულად მოკლეს.
რა ენერგიაც ისრაელისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ებრაელობის წინააღმდეგ თავდასხმებსა და აგრესიაში დაიხარჯა – იმ ენერგიის ნახევარი მაინც რომ ამ მძევლების გამოხსნისა და ტერორისტების დანებების მოთხოვნისაკენ მიმართულიყო – ეს ჯოჯოხეთიც ხომ ასე არ გაგრძელდებოდა?
იმედი მაქვს, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდება.
იმედი მაქვს, რომ საიქიო ცხოვრება მართლა არსებობს და ეს საცეკვაოდ წასული ორი აფხაზეთელი გოგო ცეკვას იქ მაინც გააგძელებს.
ჩვენ, აფხაზეთში რომ დავბრუნდებით, რახელის მშობლიურ სოხუმში და თამარის მშობლიურ ოჩამჩირეში იერუშალაიმიდან ჩამოტანილ ზეთისხილის ხეებს მათ სახელზე დავრგავთ”,- წერს შაკულაშვილი.