რატი იონათამიშვილი: ქართული საზოგადოება კარგად არჩევს ჭეშმარიტებას და ეს დამტკიცდა თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა
„ქართული საზოგადოება კარგად არჩევს ჭეშმარიტებას და ეს დამტკიცდა თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაზე და ექსტრემისტულ ძალებზე უარს ამბობს ჩვენი საზოგადოება. ესენი რადიკალურ ძალასაც არ წარმოადგენენ, ესენი არიან მოძალადე ექსტრემისტები, რაც ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბერს და ვინც ცდილობს, რომ გაემიჯნოს, ესენი არ იყვნენ, რომ იძახდნენ, რომ ჯერ არჩევნებზე და მერე აქციაზეო?!“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.