“დღეს ევროპაში გარკვეული ძალები მზად არ არიან, საქართველოს დემოკრატიული გზა, ქართველი ხალხის არჩევანი გაიზიარონ, ფერადი რევოლუციების მხარდამჭერები არიან” – ქადაგიშვილი

“ვხედავთ, რომ დღეს ევროპაში გარკვეული ძალები და ჩინოვნიკები მზად არ არიან, საქართველოს დემოკრატიული გზა, ქართველი ხალხის არჩევანი გაიზიარონ, მშვიდობიანი დამხობის, ფერადი რევოლუციების მხარდამჭერი და თანამონაწილეები არიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა თქვა, “ელჩების როლი ისეთია, როგორი დავალებებიც აქვთ”.

„ვნახეთ ორი ევროკომისრის განცხადება, რომელთაც 4 ოქტომბერს მომხდარზე რეაგირება არ აქვთ და აქეთ სთხოვენ პასუხს ხელისუფლებას, რაიმე ზედმეტად არ მოგივიდეთო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაზეც ქართული საზოგადოება დიდი ხანია, ინფორმირებული და ჩამოყალიბებულია – ყველა ფერადი რევოლუციის მოწყობის უკან მათი კვალი აშკარად ჩანს. ადამიანები არჩევნებს არ აღიარებენ, არ სურთ, ქართველი ხალხის არჩევანს თვალი გაუსწორონ და თვალს ხუჭავენ. ჩვენ გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არ შეგვიცვლია, იგივეა. უბრალოდ, ვხედავთ, რომ დღეს ევროპაში გარკვეული ძალები და ჩინოვნიკები მზად არ არიან, საქართველოს დემოკრატიული გზა, ქართველი ხალხის არჩევანი გაიზიარონ, მშვიდობიანი დამხობის, ფერადი რევოლუციების მხარდამჭერი და თანამონაწილეები არიან“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები