წილოსანი – მერკელის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ნეგატიური როლი უკრაინაში ომის დასრულების მიმართულებით
“სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ნეგატიური როლი უკრაინაში ომის დასრულების მიმართულებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს.
ის ანგელა მერკელის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც გერმანიის ყოფილი კანცლერი ამბობს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამ პროცესს კი ხელი პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა შეუშალეს.
რისგან არის ეს გამოწვეული და რა ტრავმებს ებრძვის ბალტიისპირეთი იმით, რომ პირიქით – ახალისებს და ფაქტობრივად ფლაგმანი ხდება ამ საომარი პროცესების, ეს ალბათ უფრო სიღრმისეული ანალიზის ანალიზის საფუძველი უნდა გახდეს, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს წინააღმდეგაც მათი გაცხოველებული და გასასტიკებული დამოკიდებულება, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იხსნება იმით, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყნებში კიდევ უფრო ფესვგადგმულია “დიფ სთეითი” და ის ჩრდილოვანი გავლენები, რომელიც არა იმ ქვეყნების ინტერესით, არამედ საერთო გლობალური ომის დღის წესრიგი ინტერესით მოქმედებს“, – აცხადებს ნინო წილოსანი.