“კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე პაველ ჰერჩინსკის კომენტარი გარკვეული დამოკიდებულების მანიშნებელია, რადგან დეტალებში აღარ შევიდა” – ვოლსკი
“კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე პაველ ჰერჩინსკის კომენტარი გარკვეული დამოკიდებულების მანიშნებელია, რადგან დეტალებში აღარ შევიდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სასიამოვნო მოსასმენი არ იყო, რაც კოსმა და კალასმა თქვეს, თითქოს, არაფერი მომხდარა, არანაირი შეტევა და დაზიანება არ ყოფილა.
” რასაკვირველია, ეს იმის საფუძველს გვაძლევს, ამ განცხადების უკან გარკვეული პოლიტიკური მიზანი დევს, რომელიც უკვე წლებია, არ იცვლება, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მოხდეს, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლების მოსვლა უნდა მოჰყვეს და რომელიც უნდა დაემოეჩილოს შორს მიმავალ სცენარს, რაც საქართველოს ფარგლებს სცილდება. ცალხრივ მეგობრობას რაც შეეხება, როცა ევროსტრუქტურა, ევრობიუროკრატია გიტევს და გააფთრებით გებრძოლება იმის გამო, რომ ევროპის სტანდარტთან შესაბამისი კანონი მიიღე, რომ შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში, დასკვნა უნდა გააკეთო, ეს კანონი არა, არამედ უფრო დიდი მიზანია საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვაში. გემუქრებიან და გაშანტაჟებენ, რომ ევროპა ამას არ გაგიკეთებს და მოლაპარაკებას არ გახსნის, თუ არ დაექვემდებარები გარკვეულ მოთხოვნებს. საქართველოსთვის ეს მოთხოვნები ძალიან მძიმეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კაია კალასისა და მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა – „გთხოვთ, იხილოთ კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალური განცხადება. მეტი კომენტარი არ მაქვს“.