ნინო წილოსანი: ოპოზიციას უკვირს რატომ ასამართლებენ დამხობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების გამო, როდესაც ისინი ამ ყველაფერს თავად გვპირდებოდნენ
“ოპოზიციას უკვირს რატომ ასამართლებენ დამხობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების გამო, როდესაც ისინი ამ ყველაფერს თავად გვპირდებოდნენ,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“სამართალდამცავმა უწყებებმა მაღალ დონეზე იმუშავეს და ფაქტობრივად უზადოდ ჩაატარეს სპეცოპერაცია. ამ რადიკალებს არ გამოუვიდათ დამხობის სცენარი. ახლა უკვე იმ ბრალდებას ასაჩივრებენ, რომელსაც თავადვე გპირდებოდნენ; უკვირთ რატომ ასამართლებენ მათ დამხობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების და სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის დაკავების საფუძვლით, როდესაც ისინი თავად იყვნენ, ვინც ამ ყველაფერს გვპირდებოდნენ და შემდეგ ცდილობდნენ, რომ შეესრულებინათ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ, მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.