“ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს “მშვიდობიან რევოლუციას” და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა” – მიხეილ ყაველაშვილი
“ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს “მშვიდობიან რევოლუციას” და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა.
როგორც ყაველაშვილმა განმარტა, “ახლაც იმავეს ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მისცა ქართულმა სახელმწიფომ, არც სამართალდამცველმა ორგანოებმა და არც საზოგადოებამ”.
„ჩვენ მუდმივად ვართ კორექტულები, ვცდილობთ, რომ ისევ გადავიყვანოთ ეს პროცესები დიალოგის რეჟიმში, ტრანსპარანტული იყოს ჩვენი ურთიერთობები, ის სურვილი, რაც აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ვიყოთ მათთან სიახლოვეში და გვქონდეს ეს განცდა, რაც ყველა ჩვენგანის სურვილი იყო. ელემენტარული პოლიტიკური ეთიკის ნორმებია, ელემენტარული ვენის კონვენციაა, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი როცა გქვია, არჩევნების პროცესში, შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიო, მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის მართული სპეცსამსახურების მიერ და ეს ადამიანებიც პირდაპირ დაქვემდებარებული არიან.
მე პარლამენტის წევრი, „ხალხის ძალის“ წევრი როცა ვიყავი, ხშირად, ვსაუბრობდი მედიასთან, რომ გვქონდა ინფორმაციები მათი ქმედების, მათი დაკვეთების შესახებ. გაიხსენეთ, რასაც ვსაუბრობდი, იგივე ჩემს წინამორბედ სალომე ზურაბიშვილზე, მისი ქმედებები, რომ დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ და კონსტიტუციის დარღვევით, იგივე ვსაუბრობდით გახარია-ხაზარაძის ტანდემზე, ჯერ კიდევ ერთმანეთს დაპირისპირებული იყვნენ, მაგრამ გარედან იყო დაკვეთა , რომ ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ. ვიცოდით იმის შესახებ, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები გარედან იყო ინსპირირებული. ჩვენ თუ გავუყვებით და ანალიზს გავაკეთებთ, 2003 წელსაც სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობდა, გარედან მართული პროცესი იყო და ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, ეროვნულ გმირად გამოცხადებული „ვივამედში“ მყოფი ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა მაშინაც, რასაც ახლაც ცდილობდნენ, უბრალოდ ქართულმა სახელმწიფომ, არც სამართალდამცველმა ორგანოებმა და არც საზოგადოებამ არ მისცეს შესაძლებლობა, რომ შიგნით აერიათ. გაიხსენეთ, რას საუბრობდნენ, როგორ ცდილობდნენ მოსყიდვას, დაკნინებას, რომ შიგნით მომხდარიყო ხელისუფლებაში არეულობა, შემდეგ ამ შემთხვევით ესარგებლათ. მაშინ სწორედ ამით ისარგებლეს, ბევრი მოისყიდეს, ბევრი გადაიბირეს და დაარქვეს მშვიდობიანი რევოლუცია, არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო. სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ აგენტურა, სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, მივიღეთ ხელისუფლებაში აგენტურა და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ, ბოლო წლებია, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, საზოგადოება არის გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მით უმეტეს. გვაქვს ჩვენ ინფორმაციები, გვქონდა მანამდეც, როგორ ხდებოდა. ჯერ ერთი ეს სიტყვათაწყობა, მშვიდობიანი დამხობა რას ნიშნავს, გაუგებარია ნებისმიერი მოქალაქისთვის, მაგრამ როცა ეს დაკვეთაა და დამხობაზეა საუბარი, გადაწყვიტეს, მშვიდობიანი დაურთონ წინ, როგორც „ვარდების რევოლუცია“ და ამ მოტივით იმოქმედონ ძალადობრივად. სცადეს აქ შემოვარდნა, მათი მიზანი იყო, ერთ-ერთი ლოკაცია დაეკავებინათ, რომ გამარჯვების მცირე პროცესი დაენახებინათ თავიანთი მომხრეებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.