“ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით” – ყაველაშვილი

“ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ, როცა არჩევანი გავაკეთე, მედიასთან განვაცხადე, რომ ჩვენი საზოგადოება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ძალიან კარგად არის გათვითცნობიერებული, კარგ ანალიზს აკეთებს და ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ეს ძალიან კარგად ჩანს ყველა არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს ამ შეგნებისთვის. მჯერა ჩემი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი წარსულში იქნება დატოვებული. სახელმწიფო იმოქმედებს. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ვთხოვ, იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დროს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები