“უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებული ძალები მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ, ეს არავის შერჩება და პასუხი იქნება მკაცრი” – მიხეილ ყაველაშვილი

“უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებული ძალები მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ, ეს არავის შერჩება და პასუხი იქნება მკაცრი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს.

ყაველაშვილი საქართველოს საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას და თითოეულ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლინებისთვის მადლობას უხდის.

“მადლობა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა პასუხისმგებლობას, რომ მობილიზაცია გააკეთეს ამომრჩევლის, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და არჩევნებში გამარჯვებას მივულოცავ გამარჯვებულ პარტიას, მის თითოეულ წარმომადგენელს, კანდიდატებს და წარმატებას ვუსურვებ”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები