“როგორ შეიძლება, ამ განადგურებულ აგენტურულ ქსელს “ოპოზიცია” უწოდო, კარგად ვიცით, ვინ არიან” – კირცხალია
“ქართველმა ხალხმა აგენტურულ ოპოზიციას ღირსეული პასუხი გასცა. როგორ შეიძლება, ამ განადგურებულ აგენტურულ ქსელს “ოპოზიცია” უწოდო, კარგად ვიცით, ვინ არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.
“რასაც ვხედავთ, არეულობის და ესკალაციის მცდელობას, მისი ორგანიზატორებიც და შემსრულებლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. რატომ არ იყო ჯებირი დაცულიო? ამას პარტმედიისგან და ე.წ. ოპოზიციისგან ვისმენთ, „ლელომედიისგან“ და „ლელოვიზიისგან“. ამ მედიასაშუალებების წამყვანები კარგად ხედავენ, რა ხდება და ყველამ გააცნობიეროს, თავისი პირდაპირი თუ ირიბი როლი იმ აგენტების საქმიანობაში, რომელსაც ქართველმა ხალხმა მეათედ და საიუბილეოდ გასცა პასუხი. ამ ღირსეულ გამარჯვებას სრულიად საქართველოს ვულოცავთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.