“ყველაფერი არის ნორმალურად;  შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა” – პაატა ბურჭულაძე

“ყველაფერი არის ნორმალურად;  შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა”, – ამის შესახებ ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამოქმედო გეგმას მოგვიანებით გააჟღერებს.

„ვიდრე ერთად ვართ, ვერავინ მოგვერევა, ასეც უნდა გავაგრძელოთ. სიწყნარე, სიმშვიდე, არ მოუსმინოთ არავის, ვინც სუს-ის ენით ლაპარაკობს და ნიჰილიზმს თესავს. ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა, თუმცა, ცუდადაც არ არის. ვიყოთ ერთად, ცოტა ხანში გეტყვით გეგმას, ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები