“შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იყო სრულად დაცული, უმაღლესი ევროპული სტანდარტით” – საერთაშორისო დამკვირვებელი
“ჩვენ დავაკვირდით არა მხოლოდ საარჩევნო უბნებს, ასევე, დავაკვირდით სამართლებრივ ჩარჩოს და შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იყო სრულად დაცული, უმაღლესი ევროპული სტანდარტით”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ისტვან ჰოლიკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით განაცხადა, არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი.
“ასევე, არ იყო არანაირი პროვოკაცია საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები, სადაც ქართველ ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა სრულყოფილად, თავისუფლად გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური ნება კენჭისყრის ფარულობის დაცვით.
პირველად ვიყავით თბილისში, შემდეგ კი ჩავედით რუსთავში. როგორც ჩემმა კოლეგებმა ახსენეს, საარჩევნო უბნებზე პერსონალი იყო სათანადოდ მოწესრიგებული, კარგად ორგანიზებული. ეს იყო თავისუფალი და ფარულობით დაცული კენჭისყრა. ეს არის ჩვენი გამოცდილება“, – აღნიშნა დამკვირვებელმა.