შალვა პაპუაშვილი – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით: „ლელო“ განსაკუთრებით ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ დაზაფროს გარკვეულად სიტუაცია, მაგრამ არფერი არ გამოსდის
,,ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა! „ლელო“ განსაკუთრებით ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ დაზაფროს გარკვეულად სიტუაცია, მაგრამ არფერი არ გამოსდის”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესები დარღვევით მიმდინარეობს.
პაპუაშვილის თქმით, პირიქით, „ლელოს“ მხრიდან აქვს დარღვევას ადგილი, მათ შორის ერთ-ერთი კი „ლელოს“ მიერ საარჩევნო უბნებზე განთავსებული კამერებია, რომლებსაც ხმის ჩაწერის ფუნქციაც აქვს.
„პირიქით, მე ვთქვი ის დარღვევა, რაც „ლელოს“ მხრიდან არის ოზურგეთში არ გაყვნენ გადასატან ყუთს და მეორე, რაზეც ჩვენ აუცილებლად საჩივარს შევიტანთ, იცით, რომ „ლელომ“ განათავსა კამერები თბილისის უბნებში და როგორც ირკვევა ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერთ აუცილებლად საჩივარს, რომ ისინი იწერენ, როგორც ჩანს სურთ ხმის ჩაწერის ფუნქცია. ასე რომ, სხვა მხრივ, ვინმეს თუ რაიმე, მათ შორის ერთ-ერთ უბანზე იყო „ლელოს“ წარმომადგენლის მხრიდან, საჩივარს წერდა თითქოს გაჟონვასთან დაკავშირებით, თუმცა ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, ესეც დავაფიქსირეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.