ზამურ ჭითანავა: მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას
“ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მისი თქმით, მხარი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას დაუჭირა.
,,საკუთარი არჩევანი ქალაქ ბოლნისის №3 საარჩევნო უბანზე, მეუღლესთან ერთად გავაკეთე და, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას.
დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის – „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა”,- წერს ჭითანავა სოციალურ ქსელში.