ირაკლი კობახიძე – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერაფერი ვერ დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე, სისულელემდე, როცა არაფერი აქვთ სათქმელი, იქაც კი ენას ძვალი არ აქვს, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერაფერი ვერ დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე, სისულელემდე და მაინც გააპროტესტეს არჩევნების შედეგები, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების სანდოობას და აქტივობას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
„ნახეთ რამხელა აქტივობა იყო წინა არჩევნებზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერაფერი ვერ დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე სისულელემდე და მაინც გააპროტესტეს არჩევნების შედეგები. როცა არაფერი აქვთ სათქმელი, იქაც კი ენას ძვალი არ აქვს, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.