მამუკა მდინარაძე: მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ქართველები დაიცავენ, თუ დასაცავი ექნება და არავის დახმარება ამაში არ დაგვჭირდება, მით უმეტეს შიდა საკითხებთან მიმართებით

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ქართველები დაიცავენ, თუ დასაცავი ექნება და არავის დახმარება ამაში არ დაგვჭირდება, მით უმეტეს შიდა საკითხებთან მიმართებით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან უპასუხა წამყვანის კითხვას – „ბოლო პერიოდში ოპოზიციური მედია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ხელისუფლება გეგმავს, რომ ჩრდილო კავკასიური წარმოშობის პირები გამოიყენოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს და აქციის მონაწილეებს შეიძლება დაუპირისპირონ ეს ადამიანები. რას ემსახურება თქვენი აზრით ამ თემის შემოტანა?“.

„ჩვენ ასეთ განცხადებას ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. ჩემი თანამშრომლები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ (მე დიდი ხანი აქ არ ვმუშაობ, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილების ხალხი მუშაობს ამ სამსახურში) შემთხვევით ასეთ განცხადებას არ აკეთებენ ხოლმე. ასეთი განცხადებების უკან დგას კონკრეტული მიზანი. არ ვიცი რას ფიქრობენ, რისი განხორციელება უნდათ, ვისი „გამოაშკარავება“ უნდათ. ჯერჯერობით არ შემიძლია ჩემი მხრიდან ასეთი ინფორმაცია დაგიდასტუროთ, თუმცა, ეს ძალიან ჰგავს მცდელობას, რომ რაღაც ახალი რეალიზებული ვერსია შესთავაზონ საზოგადოებას. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ქართველები დაიცავენ, თუ დასაცავი ექნება და არავის დახმარება ამაში არ დაგვჭირდება, მით უმეტეს შიდა საკითხებთან მიმართებით. მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, დანაშაულებზეა საუბარი და ჩვენს დაპირებაზეა საუბარი, რომ მკაცრები და შეუვალები ვიქნებით ამასთან მიმართებით. არავის დახმარება აქ ნამდვილად არ გვჭირდება. ჩვენი ქართველი პოლიციელები, სპეცრაზმელები და სხვები დგანან იმ სიმაღლეზე, პროფესიონალიზმით, ჟინითაც, ვაჟკაცობითაც, ერთგულებითაც და უღალატობითაც, რომ არავის დახმარება არ დაგვჭირდება, მით უმეტეს, ვისაც ისინი გულისხმობენ, მათი“, – აღნიშნა სუს-ის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები