ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ხანძარი გაჩნდა
ლონდონში, ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი აეროპორტის მესამე ტერმინალის პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილს გაუჩნდა და ხანძარმა მრავალსართულიანი შენობა გაანადგურა.
აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, დროებით შეფერხებულია რამდენიმე რეისი.
ხანძარმა ასევე გამოიწვია საავტომობილო მარშრუტების არაერთი შეფერხება, რადგან ჰითროუში ავტობუსით მიმავალ ადამიანებს მგზავრობის შეწყვეტა მოუწიათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ადგილზე ჰითროუს, ჰეისისა და ფელტჰემის სახანძრო სადგურების ჯგუფები გაგზავნეს.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია