მაჭარაშვილი – ირაკლი კუპრაძეზე: მიხვდა, არჩევნებს სასტიკად აგებს და ახლა დეზინფორმაციას მიჰყო ხელი, რომ მისი პარტიის წარმომადგებლები კანდიდატურებს ხსნიან, რადგან აშანტაჟებენ

“კუპრაძე მიხვდა, არჩევნებს სასტიკად აგებს და ახლა დეზინფორმაციას მიჰყო ხელი, თურმე, მისი პარტიის წარმომადგებლები კანდიდატურებს იმიტომ ხსნიან, რომ აშანტაჟებენ, ემუქრებიან”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი კუპრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „კოალიცია „ძლიერი საქართველო ლელოს“ წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა“.

„კანდიდატურას თუ ხსნიან, როგორც ჩანს, მიხვდნენ, სად არის სიმართლე და რეალობა, ესენი რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან. დღევანდელ საქართველოში, პოლიციაში, არარსებულ ფაქტებზე შერბიან და გარბიან და ვინმე ვინმეს ემუქრება და არ ამბობს? მტკიცებულებებზე აღარ ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ვინმე ვინმეს თუ ემუქრება, რეაგირების ქვეშ იქნება, მაგრამ როგორც წესი, თავად იღებენ ამ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები