“ნაცმოძრაობა” და მისი ფილიალები არც არჩევნებისთვის ემზადებოდნენ იმიტომ, რომ იციან, რესურსი არ აქვთ და ვერც ძალადობრივ აქციებს ვერ მოაწყობენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, ოპოზიციის მოწოდებები ემსახურება იმას, რომ თავიანთი მხარდამჭერები როგორმე მოაბილიზონ.
“კარგად იციან, რომ წააგეს არჩევნები 2024-ში, წააგეს ქუჩის აქციები, უცხოეთში თავიანთი ქვეყნის მიმართ წამოწყებული პროცესები”, – ამბობს მაჭარაშვილი.