გია აბაშიძე – ხოშტარიას წერილზე: მოღალატეთა ნაცკლასტერი ვერაფრით შეეგუა პრეზიდენტ ყაველაშვილის წარმატებულ ვიზიტს გაეროში – თავმოყვარე და თავისუფალი საქართველო წინ მიიწევს, ხოლო გაქუცული ნაცფინიები საცოდავად წკმუტუნებენ

“მოღალატეთა ნაცკლასტერი ვერაფრით შეეგუა პრეზიდენტ ყაველაშვილის წარმატებულ ვიზიტს გაეროში; მის ე.წ. პრორუსულობაზე ყიყინებენ ის არარაობები, რომლებიც რუბლის თუ სხვა ვალუტის სანაცვლოდ, სამშობლოსაც და მშობლებსაც გაყიდიან”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია აბაშიძე წერს.

გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ ნაცმარგინალების უთავრესი ტკივილია ის, რომ ლეგიტიმური „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დიდი ხანია, აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატშიც. ის, რომ საქართველოს მმართველი პარტიის მშვიდობიან განვითარებაზე ორიენტირება და სუვერენიტეტის, ღირებულებების დაცვა თანხვედრია საღად მოაზროვნე პატრიოტულ ძალებთან მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან და „რესპუბლიკელებთან“”.

„მოღალატეთა ნაცკლასტერი ვერაფრით შეეგუა პრეზიდენტ ყაველაშვილის წარმატებულ ვიზიტს გაეროში; მის ე.წ. პრორუსულობაზე ყიყინებენ ის არარაობები, რომლებიც რუბლის თუ სხვა ვალუტის სანაცვლოდ, სამშობლოსაც და მშობლებსაც გაყიდიან.

ნაცმარგინალების უმთავრესი თავის ტკივილია ის, რომ ლეგიტიმური „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დიდი ხანია აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებშიც. ის, რომ საქართველოს მმართველი პარტიის მშვიდობიან განვითარებაზე ორიენტირება და სუვერენიტეტის, ღირებულებების დაცვა თანხვედრია საღად მოაზროვნე პატრიოტულ ძალებთან მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან და „რესპუბლიკელებთან“.

ნაცმანქურთებს კონვულსიები დაემართათ, როდესაც გაიგეს, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მის ამერიკელ კოლეგასთან, ტრადიციონალისტ ტრამპთან ვახშამზე იყო მიწვეული. რა არ მოჩხლართეს ამ თავცარიელმა ნაცპარაზიტებმა – ხელისუფლება „მაინც იზოლაციაშია“, პრეზიდენტ ტრამპთან ფოტო „ყალბია“, თავის დროზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოსალოცი თეთრი სახლის ლიდერისგან არაფერს ნიშნავს და ა.შ.

თავმოყვარე და თავისუფალი საქართველო წინ მიიწევს, ხოლო გაქუცული ნაცფინიები საცოდავად წკმუტუნებენ“, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები