გორდულაძე – პეტერ ფიშერზე: ბოლო 11 წლის განმავლობაში არც ერთ ელჩს არ უკადრია ის, რასაც კადრულობს ეს ელჩი
“ბოლო 11 წლის განმავლობაში არც ერთ ელჩს არ უკადრია ის, რასაც კადრულობს ეს ელჩი”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა.
„მხოლოდ იმ განცხადებისთვის იყო დასაბარებელი გერმანიის ელჩი, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე თქვა, რომ ის გააგრძელებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკას. ვინ ეკითხება ელჩს ხელისუფლების კრიტიკას. მისი ჩართულობა შიდა საქმეებში აკრძალულია ვენის კონვენციით“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.