ბაკურ ბაკურაძე: რაც „ნაციონალები“ არსებობენ სულ „წყაროა“ მათი გავრცელებული პასკვილების, ცილისწამების და უზნეობის, ე.წ. ინფორმაციის ძირითადი წყარო, გაუმწარეს ცხოვრება უამრავ ადამიანს, აწამეს, აყაჩაღეს, ჩახოცეს და ერთხელ ბოდიში არავის არაფრისთვის მოუხდია
რაც „ნაციონალები“ არსებობენ სულ „წყაროა“ მათი გავრცელებული პასკვილების, ცილისწამების და უზნეობის, ე.წ. ინფორმაციის ძირითადი წყარო, გაუმწარეს ცხოვრება უამრავ ადამიანს, აწამეს, აყაჩაღეს, ჩახოცეს და ერთხელ ბოდიში არავის არაფრისთვის მოუხდია, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს.
„საღამო მშვიდობისა. მოვიდა ინფორმაცია, გავრცელდა, დაზუსტდა და რა თქმა უნდა, ოფიციალური და დაზუსტებულიც გავრცელდა.
მთელი ცხოვრება შავზე თეთრს ამტკიცებთ, უდანაშაულოს დამნაშავეს უწოდებთ, მკვდარზე ცოცხალს იძახით და ცოცხალზე მკვდარს.
რაიმე არასწორად იყო დაწერილი? იქვე გამოქვეყნდა შსს-ს ოფიციალური განცხადება.
რაც „ნაციონალები“ არსებობენ სულ „წყაროა“ მათი გავრცელებული პასკვილების, ცილისწამების და უზნეობის, ე.წ. ინფორმაციის ძირითადი წყარო, გაუმწარეს ცხოვრება უამრავ ადამიანს, აწამეს, აყაჩაღეს, ჩახოცეს და ერთხელ ბოდიში არავის არაფრისთვის მოუხდია.
შვილს ეხება, სენსიტიურია, მესმის და ამიტომ არ მიკვირს აღშფოთება.
ჩემი არც შვილი, არც ცოლი და არც შვილიშვილი, არც დედ-მამა და არც ოჯახი არც ერთი უსამშობლოსთვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი უამრავ უზნეობას და სიბინძურეს როცა მაბრალებენ.
არაუშავს, ესეც გაივლის, როგორც ყველაფერმა ცუდმა გაიარა და არაერთი თავი ჩამოატარა მდინარემ ჩემს წინ 52 წლის მანძილზე.
P.S. ბოლო აბზაცის შინაარსი შეიძლება ვიღაც-ვიღაცეებმა ვერ გაიგონ, მათთვის არც დამიწერია.
კომენტარებს სპეციალურად ვთიშავ ამ პოსტზე, არ ვაპირებ ვიღაცეებს სეირი მოვაწყობინო ჩემს კედელზე.
გმადლობთ ყურადღებისათვის“, – წერს ბაკურ ბაკურაძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, ს.კ. იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შსს-მ. უწყების ცნობით, ს.კ-ს ავტომობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს.