“უკრაინის 2022 წლის საზღვრებში დაბრუნების მოლოდინი პოლიტიკური სიბრმავეა” – სერგეი ლავროვი

„2022 წლის საზღვრების შესახებ საუბარი საერთოდ არ არის”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის 2022 წლის საზღვრებში დაბრუნების მოლოდინი „პოლიტიკური სიბრმავეა“.

„2022 წლის საზღვრების შესახებ საუბარი საერთოდ არ არის. ჩემი აზრით, უკვე ამის იმედი არავის აქვს, რადგან ამ საზღვრებზე დაბრუნების იმედი პოლიტიკური სიბრმავე და მიმდინარე მოვლენების სრული გაუაზრებლობა იქნებ“, – აღნიშნა ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

როგორც  ლავროვმა აღნიშნა, მოლაპარაკებების საფუძველი უნდა იყოს „რუსეთის ინტერესებისა და უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსების უფლებების უზრუნველყოფა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები