„ჩვენ არასდროს ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე” – სერგეი ლავროვი
„ჩვენ არასდროს ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“ინციდენტები ხდება, მაგრამ ჩვენ არასდროს არ ვუმიზნებთ მათ. ჩვენ არასდროს ვუშვებთ ჩვენს უპილოტო აპარატებს ან რაკეტებს ევროპაში მდებარე სახელმწიფოებზე, ევროკავშირის წევრებზე, ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ქვეყნებზე“, – აღნიშნა ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიშის დროს, რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.