გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კონსტანტინე ბუზალაძის თქმით, ჩვენი ვალია არასდროს დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.

“დღეს, ტრადიციულად, მემორიალთან შევიკრიბეთ და პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების ხსოვნას. მათ შექმნეს გმირობისა და თავდადების მაგალითები.

ჩვენი ვალია გვახსოვდეს და არასდროს დავივიწყოთ ისინი, არასდროს დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და თაობებს გადავცეთ თავდადებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითები! დიდება გმირებს!” – აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები