სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში ომის დასრულებიდან 32 წელი გავიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები