ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-მა დიპლომატიას უღალატა

აშშ-მა დიპლომატიას „უღალატა“, ხოლო „ევროკავშირის სამეულმა“ (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ის „დამარხა“, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც  ირანის ბირთვული შეთანხმების ტექნიკური გაგრძელების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთისა და ჩინეთის მიერ შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტი უარყო.

„არსებული სიტუაცია აშშ-ის JCPOA-დან (ბირთვული შეთანხმება) გასვლის პირდაპირი შედეგია, ასევე EU3-ისა და ევროკავშირის უუნარობისა, მიიღონ რაიმე ეფექტური ზომა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აშშ-მა უღალატა დიპლომატიას, მაგრამ სწორედ EU3-მა დამარხა ეს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები