სიიარტო: პრეზიდენტი ზელენსკი ანტიუნგრული აკვიატების გამო, ჭკუიდან გადადის

„პრეზიდენტი ზელენსკი ანტიუნგრული აკვიატების გამო, ჭკუიდან გადადის“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სადაზვერვო დრონებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას.

„პრეზიდენტი ზელენსკი ანტიუნგრული აკვიატების გამო, ჭკუიდან გადადის. ახლა ის ისეთ რაღაცებს ​​ხედავს, რაც არ არსებობს“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „უკრაინელმა სამხედროებმა ჩვენს საჰაერო სივრცეში სადაზვერვო დრონების შემოჭრა დააფიქსირეს და ეს, სავარაუდოდ, უნგრული დრონებია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები