სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.