მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ირინა ვლახის პარტია საარჩევნო რბოლიდან გარიცხა

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პარტია „მოლდოვის გული“ წინასაარჩევნო მარათონიდან მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიზეზად ამომრჩევლის მოსყიდვისა და პარტიის უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიება დასახელდა.

ცესკომ „მოლდოვას გულის“ კანდიდატები „პატრიოტული ბლოკის“ სიიდან ამოიღო. ბლოკს ახლა 24 საათი აქვს სიის განახლებისთვის, რათა კომისიის გადაწყვეტილება ასახოს და გენდერული ბალანსი უზრუნველყოს.

თავის მხრივ, „მოლდოვას გულის“ პარტიამ ცესკოს გადაწყვეტილებას „უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

„ეს არ არის სამართლიანობა, არამედ ხელისუფლების მიერ წინასწარ დაგეგმილი ბინძური შოუს საბოლოო აქტი, რომლის ერთადერთი მიზანი ჩვენი გაჩუმება იყო“, – ნათქვამია პარტიის Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცესკოს სხდომა „პატრიოტული ბლოკის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქტის ფონზე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები