ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახლში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა, რომლის გადარჩენაც თვითმხილველმა სწრაფი რეაგირების შედეგად მოახერხა.

დაშავებულს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებოდა და მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად სავარაუდოდ, ძველი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

ფოტო: „ინფო ბაღდათი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები