„დაყარეთ იარაღი და გაათავისუფლეთ მძევლები, – ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე “ჰამასს” მიმართა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ მიმართა ღაზაში “ჰამასის” მიერ აყვანილ მძევლებს და განაცხადა, რომ ისინი ყველას ახსოვს.
„ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ ყველას სახლში არ დაგაბრუნებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან “ჰამასს” ტრიბუნიდან მიმართა.
“დაყარეთ იარაღი და ახლავე გაათავისუფლეთ მძევლები. ისრაელი თქვენზე ნადირობას დაიწყებს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
როგორც მედია წერს, “ჰამასმა” მძევლად 251 ადამიანი აიყვანა და ამჟამად 48 ადამიანი ჰყავს ტყვედ, რომელთაგან 20, ისრაელის აზრით, ჯერ კიდევ ცოცხალია.
ნეთანიაჰუმ ასევე ასწია რუკა, რომელზე გამოსახული იყო ის, რასაც მან „ირანის ტერორისტული ღერძის წყევლა“ უწოდა და თქვა, რომ თეირანის მოკავშირეების დიდი ნაწილი ისრაელის სამხედროებმა გაანადგურეს, მაგალითად მოიყვანა “ჰამასი”, ლიბანში მოქმედი “ჰეზბოლა” და იემენის ჰუსიტები.
აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუ ტრიბუნასთან ხმაურიანი აპლოდისმენტებისა და შეძახილების ფონზე მივიდა, რასაც წესრიგის დაცვის არაერთი მოწოდება მოჰყვა. თუმცა, როდესაც ნეთანიაჰუ ტრიბუნისკენ წავიდა, დარბაზი ათობით ადამიანმა დატოვა.