„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა მაისურაძე, მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს განაგრძობს.
მაჟორიტარობის კანდიდატი, ამჯერად, ცოტნე დადიანის, რიონჰესის, ლომთათიძის, იმერეთისა და ღოღობერიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
მაისურაძის თქმით, ბოლო 8 წელში ნაძალადევის რაიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა კიდევ არის მოსაგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები.
„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილია რამდენიმე ძირითადი პრობლემა – იქ, სადაც მოძველებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, საჭიროა გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, რაიონში ბევრ მისამართზეა საჭირო გამაგრების სამუშაოები, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა. ბოლო 8 წელში ნაძალადევის რაიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა კიდევ არის მოსაგვარებელი მსგავსი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გადაიჭრება“, – აღნიშნა შალვა მაისურაძემ.
თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში და ცოტნე დადიანის ქუჩაზე მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა.