არჩილ გორდულაძე – ნებისმიერ პირთან თანამშრომლობისთვის ღია ვართ, მაგრამ ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმები როცა მიმდინარეობს, ეს კატეგორიულად მიუღებელია

„ევროპარლამენტის და ევრობიუროკრატების არაერთი განცხადება გვახსოვს, კეთილი ინებონ და ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„იმას ვაკეთებთ და იმაზე ვიმაღლებთ ხმას, რაც ჩვენს სამშობლოს სჭირდება, როცა ქვეყნის მიმართ უსამართლობას აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენს ნათქვამში ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური არ არის. სხვა ქვეყნის მოსაწონს ან სასარგებლოს არ ვამბობთ და არ ვაკეთებთ, ქვეყნის ინტერესებით ვმოქმედებთ. ნებისმიერ პირთან თანამშრომლობისთვის ღია ვართ, მაგრამ ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმები როცა მიმდინარეობს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ევროპარლამენტის და ევრობიუროკრატების არაერთი ცრუ განცხადება გვახსოვს. კეთილი ინებონ და ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ, როგორც ამას ჩვენ სხვა ქვეყნის შემთხვევაში ვაკეთებთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები