არჩილ გორდულაძე – აგენტები გაერთიანებული არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომლის მიზანი სხვის დაკრულზე ცეკვაა
„აგენტებს თავიანთი პატრონები სხვადასხვა დავალებას აძლევენ, მიზანი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„აგენტებს თავიანთი პატრონები სხვადასხვა დავალებას აძლევენ. მიზანი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაა. ერთ აგენტს, სალომე ზურაბიშვილს „მაკკეინის ინსტიტუტის“ მხრიდან მიცემული სტიპენდია აღმოაჩნდა, მეორე აგენტს, გახარიას გახმოვანებული აქვს, რომ უნდა, ექსპერტობა დაიწყოს. მესამე აგენტი კი მათთან ჩავიდა, რომ ისევ იმ არეულობაზე ისაუბრონ, რასაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გეგმავენ. ეს ადამიანები გაერთიანებული არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომლის მიზანი სხვის დაკრულზე ცეკვაა. ისინი ადამიანებს საქართველოში არ ელაპარაკებიან, მათი საარჩევნო კამპანია მართული და წარმოებულია უცხოეთში. მოღალატეები ერთმანეთს შეხვდნენ და მოღალატეობრივ საკითხებზე იმსჯელებენ“, – აღნიშნა გორდულაძემ.