კახა კალაძე საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების კომუნიკაციაზე: მზად ვართ და ველოდებით იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს სურვილია, რომ აშშ-თან ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, მუქარასა და ცილისწამებაზე, შეიცვალოს.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან, მიხეილ ყაველაშვილისა და დონალდ ტრამპის საუბართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, საქართველო არავის ერჩის და სურს ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან.

„ჩვენ არავის ვერჩით და არავის ვებრძვით, როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ან ამერიკას, ან ევროპას. ჩვენ გვინდა, რომ ის ურთიერთობები, რაც იყო ტყუილზე, სიცრუეზე, მუქარასა და ცილისწამებაზე დაფუძნებული, შეიცვალოს და ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ამაზე არაერთი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. ასე რომ, მზად ვართ და ველოდებით იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები