ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – არაფერი რესურსი არ აქვთ, როგორც 13 წლის განმავლობაში ჩაუვარდათ ყველა რევოლუციური მცდელობა, ასე ჩაუვარდებათ მე-13 წლის თავზეც

ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარგინალური და არის მთლიანად მოშლილი, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, ოპოზიციას არაფერი რესურსი არ აქვს.

„ყველაფერი მშვიდად ჩაივლის არაფერი რესურსი არ აქვთ. ხედავთ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარგინალური, არის მთლიანად მოშლილი და ეს არის ცარიელი სიტყვების ფრქვევა რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც აკეთებენ 13 წლის განმავლობაში. როგორც 13 წლის განმავლობაში ჩაუვარდათ ყველა ასეთი მცდელობა, ასე ჩაუვარდებათ მე-13 წლის თავზეც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები