გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ეკონომიკური წარმატება მთავრობის და ხალხის დამსახურებაა, რომელმაც შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა

“ის რომ EBRD-ის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან არის აღიარებული საქართველოს ეკონომიკური წინსვლა იმის მამტკიცებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა შეინარჩუნა მშვიდობა, უსაფრთხოება,“- ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

„ის რომ EBRD-ის მხრიდან, მსოფლიო ბანკის მხრიდან, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან არის აღიარებული საქართველოს ეკონომიკური წინსვლა – 7%, 8%, 9% და ა.შ. და ყოველწლიურად ეს იზრდება, ეს იმის მამტკიცებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სახელმწიფომ და ხალხმა შეინარჩუნა მშვიდობა, უსაფრთხოება. სადაც შეუძლიათ უცხოელებს, რომ ინვესტიციები ჩადონ. ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს, რასაც მოქვს მერე ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების, თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები