სემეკის გადაწყვეტილებებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ 470 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია დაერიცხათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ კომპენსაციები დაერიცხათ, ჯამში 472 680 ლარის ოდენობით.

კომპენსაციები დარიცხულია სემეკში შესული მომხმარებელთა წერილობითი მიმართვების საფუძველზე, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებისა და ვადების დარღვევებს და ასევე, გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადის გაზრდის საკითხებს.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით: https://gnerc.org/ge/user-page/useful-information-for-customers/gantskhadebis-formebi/57 ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები