გივი მიქანაძემ, ქუთაისის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ქალაქ ქუთაისში, ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა, არაერთი ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიება, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. როგორც პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო შემოქმედებითი წარმოდგენა შესთავაზეს.

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოების ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით,მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები