აზიის თავზე სუპერტაიფუნი “რაგასა” კვლავ მძვინვარებს

აზიის აღმოსავლეთ ნაწილში სუპერტაიფუნი „რაგასა“ მძვინვარებს. სტიქიას ტაივანში, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, 120-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

ტაიფუნმა მასიური ნალექები და წყალდიდობა გამოიწვია, ათასობით ოჯახი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ჰონკონგში გამოცხადებულია უმაღლესი ტაიფუნის საფრთხის სიგნალი, სკოლები და კერძო ბიზნესები დახურულია.

ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. რეგიონში ათასობით ფრენა გაუქმდა, შეფერხებულია სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლაც.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ძლიერი ქარიშხლის შენარჩუნებას პროგნოზირებენ, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები