თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასრულების შეთანხმებისთვის, შეერთებული შტატები სრულად მზადაა დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ამასთან, მან ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა და თქვა, რომ მათ მოუწევთ შეუერთდნენ აშშ-ს ზუსტად იგივე ზომების მიღებით.
„თქვენ ბევრად უფრო ახლოს ხართ ქალაქთან, ჩვენ კი ოკეანე გვაშორებს. თქვენ ზუსტად იქ ხართ და ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია. მათ არ შეუძლიათ აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. ისინი ყიდულობენ ნავთობსა და გაზს რუსეთისგან“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.