ევროკომისია: ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულება არ არსებობს

ევროკომისიისა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) განცხადებით, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმის განვითარების რისკს შორის კავშირს დაადასტურებს.

„ “პარაცეტომოლი” რჩება რეკომენდებულ და უსაფრთხო პრეპარატად ორსულებისთვის, თუ იგი გამოიყენება ექიმის მითითებისამებრ და მინიმალურად საჭირო დოზით,“ — ნათქვამია EMA-ს განცხადებაში.

ინსტიტუტის შეფასებით, არსებული კვლევები, რომლებიც მსგავს კავშირს მოიაზრებდა, საკმარისად დამაჯერებელ მონაცემებს არ იძლევა.

ევროკომისია აცხადებს, რომ საკითხზე დაკვირვება გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციები გადაიხედება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. პრეპარატი „ტაილენოლი“ ასევე ცნობილია, როგორც „პარაცეტომოლი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები