ამერიკული ტელეკომპანია ABC განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ღამის შოუ „Jimmy Kimmel Live!“ ეთერში დაბრუნდება.
„შოუს წარმოება შეჩერდა, რათა თავიდან აგვეცილებინა დაძაბული სიტუაციის შემდგომი გამწვავება ჩვენი ქვეყნისთვის ემოციურ მომენტში. თუმცა, ABC-ის საღამოს შოუს წამყვანთან შემდგომი მოლაპარაკებების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოუ სამშაბათს დაბრუნდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჯიმი კიმელმა გადაცემის დროს განაცხადა რომ ტრამპის მხარდამჭერი საზოგადოება კირკის მკვლელობიდან პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებს. ღამის შოუს წამყვანმა ასევე გააკრიტიკა კირკის პატივსაცემად დროშების ნახევრად დაშვება.
როგორც უცხოურ მედიაში წერენ, შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი ამერიკულ ტელევიზიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახედ ითვლება. გადაცემა 2003 წლიდან გადის ეთერში და ყოველ საღამოს მილიონობით მაყურებელს იზიდავს.