გია აბაშიძე: საქართველოს მორიგ პროგრესს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს და კვლავ “სადღაც გადავუხვიეთ” ევრო-ბიუროკრატებო? დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92 % მიიღო და მსოფლიოში, მე-17 ადგილზე გავიდა – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, იაპონიის გარდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს.

„საქართველოს მორიგ პროგრესს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს და კვლავ “სადღაც გადავუხვიეთ” ევრო-ბიუროკრატებო? დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.
რასაკვირველია, დასავლელი ობიექტური, მრავალდარგოვანი ექსპერტების შეფასებები უფრო წონადია, ვიდრე სამარცხვინოდ ტენდენციური დროებითი ევრო-ჩინოსნების.
მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92 % მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა .
დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 24 სახელმწიფოს.“ – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები