მათიკაშვილი – ხოშტარიაზე: აზიანებს ისეთ ნივთს, რომელზედაც კარგად იცის, რომ აუცილებლად მოსთხოვენ სისხლის სამართლებრივ პასუხს
“რა უნდა, თვითონაც არ იცის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.
“მიდის, აზიანებს ისეთ ნივთს, რომელზედაც კარგად იცის, რომ აუცილებლად მოსთხოვენ სისხლის სამართლებრივ პასუხს. არ ეთანხმება იმას, რომ მას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ უსჯიან და ა.შ. ეს საზოგადოებისგან აბსოლუტურად ნდობა დაკარგული ე.წ. პოლიტიკოსია, რომელიც გამოიყენება რადიკალიზმში, როდესაც ეს სჭირდება მათ პატრონებს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გირაოს არ გადაიხდის.
ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.